"ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს" - კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტი

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარმინე მარტინომ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში "პარტენოპეის" ახალწვეულის, იესპერ ლინდსტრომის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, აურელიო დე ლაურენტისმა დანიელი გასულ ზაფხულს "აინტრახტიდან" იმიტომ შეიძინა, რომ მას შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია და შესაძლოა, მომდევნო სეზონში ხვიჩა კვარაცხელია ან პიოტრ ზელინსკი შეცვალოს.

"მინდა ლინდსტრომი "უნიონის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ვიხილო, ის გერმანიაში თამაშობდა და მეტოქეს კარგად იცნობს. ვფიქრობ, პოლიტანოს ნაცვლად მისი მოედანზე პირველივე წუთიდან გამოჩენა შესანიშნავი იქნებოდა.

დანიელმა გარსიას უნდა დაუმტკიცოს, რომ ცარიელი სივრცეების შევსება კარგად შეუძლია. ალბათ ფრანგი
სპეციალისტი მას სწორედ ამის გამო არ ენდობა.

"ნაპოლიმ" ლინდსტრომი მომავალი წლისთვის შეიძინა. თუ ზაფხულში "პარტენოპეი" კვარაცხელიამ ან პიოტრ ზელინსკიმ დატოვეს, ან თუნდაც, ოსიმენმა და რასპადორიმ, ეს დე ლაურენტისისთვის ნამდვილად დიდი თავსატეხი იქნება.

მიმაჩნია, რომ ლინდსტრომს ზელინსკის შეცვლა არ შეუძლია, კლუბმა პოლონელს კონტრაქტი რაც შეიძლება მალე უნდა გაუხანგრძლივოს", - განაცხადა მარტინომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩს დღეს, "უნიონ ბერლინის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

altდღეს კვარაცხელიასგან ველით - "ნაპოლის" ერთი მეტოქის ჩამოშორება შეუძლია...

alt"სამწუხაროდ ეს სიმართლეა" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

altრა შემთხვევაშია კვარაცხელია უფრო შედეგიანი - "ნაპოლი" მომავალს ისევ ოპტიმისტურად უყურებს!..

მკითხველის კომენტარები / 6 /
მე უფრო, დიდ მწვრთნელს ვგულშემატკივრობ, ვიდრე დიდ გუნდს.
პეპთან დახატავდა და კლოპთან გაასწორებდა. ბარსას სულ არ ვუშვებ. დღეს სოფლის გუნდად იქცა ჩემი ბარსა, მესის ეპოქასთან შედარებით.
კვარას გულშემატკივარი
04:09 09-11-2023
5
მოვესწარი იმას, რომ არის ისეთი ქართველი ფეხბურთელი, რომლის საყიდელი ფული ბარსელონას არ აქვს. მადლობა ხვიჩა
Dato
21:44 08-11-2023
3

სიახლეები პოპულარული