"იმედგაცრუებული ვარ, 4 ან 5 გოლის გატანა შეგვეძლო" - ოლივიე ჟირუ

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და "მილანის" (2:2) მატჩის შემდეგ "როსონერის" ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ფრანგი ფორვარდის თქმით, იმედგაცრუებულია, რადგან მის გუნდს 4-5 გოლის გატანა შეეძლო.

"პირადად მე ბედნიერი ვარ, რადგან თანაგუნდელების ჩაწოდებებით ვისარგებლე და დუბლის შესრულება მოვახერხე, მაგრამ მეორე მხრივ, იმედგაცრუებული ვარ, რადგან უამრავი მომენტი შევქმენით და ვფიქრობ, 4-5 გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ 37 წლის ვარ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ მოედანზე ბოლო წუთამდე ყოფნა შემეძლო", - განაცხადა ჟირუმ.

შეგახსენებთ, ფრანგმა აღნიშნულ მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოლივერ ჟირუმ რამდენიმე წლის წინ მიიქცია ჩემი ყურადღება გარეგნობით: ჩოხა რომ ჩააცვა დაემსგავსება ძველი ქართული "მუნჯი" კინოების პერსონაჟებს. რაც შეეხება მის ფეხბურთს - ერთ-ერთი სტაბილურად მაღალ მე-2 დონეზე (1 დონედ მივიჩნევ მესი, რონალდუ, იბრაჰიმოვიჩ, ზიდანს) მოთამაშე ფეხბურთელია. ნეტა ჟურუს მსგავსი ტიპები ჩვენცა გვყავდეს ფეხბურთში.
ვაჟა მასწავლებელი
19:13 30-10-2023
0
შეგეძლო არ ითვლება,მასე კვარას პირადად შეეძლო მინიმუმ 3 გოლის გატანა მაგრამ.....ასეა ძამა ჟირუ,თუ და რომ გამეტანა არ ითვლება.
თერჯოლელი
11:18 30-10-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული