ეს უნდა ნახოთ - რონალდოს 2 ულამაზესი გოლი და "ალ ნასრის" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "ალ ნასრი" "ალ დუჰაილს" დაუპირისპირდა და 4:3 დაამარცხა. 

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. 25-ე წუთზე რონალდოს გადაცემის შემდეგ თავი ანდერსონ ტალისკამ გამოიჩინა. 56-ე წუთზე სადიო მანემ სხვაობა ორბურთიანი გახადა. 61-ე წუთზე თავად კრიშტიანო რონალდომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. აქედან 2 წუთში ისმაელ მოჰამედმა ერთი ბურთი გაქვითა, 67-ე წუთზე კი ალმოეზ ალიმ სხვაობა მინიმალური გახადა. 

მატჩი დაიძაბა, თუმცა 81-ე წუთზე რონალდომ კიდევ ერთი მაგარი გოლი გაიტანა და არაბულ გუნდს კომფორტული უპირატესობა დაუბრუნა, საბოლოო ანგარიში კი მაიკლ ოლუნგამ
85-ე წუთზე დააფიქსირა. 

ამრიგად, ჯგუფში სიტუაცია შემდეგნაირია: "ალ ნასრი" 3-დან 3 გამარჯვებით 1-ელ ადგილზეა, 7 ნოემბერს კი "ალ დუჰაილს" ესტუმრება.

რაც შეეხება "ალ დუჰაილს", კატარულ გუნდს 1 ქულა აქვს და მე-3 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა მურტალი ენაა და თან რა დებილურად მიყავს @ სვარკის ყურების არ იყოს მაგის მოსმენას მირჩევნია სააკაშვილ-ბოკერიას დებილობებს ვუსმინოო DD
zura222
19:33 27-10-2023
0
მეორე გოლი ნაკლებ ოსტატობას მოითხივდა?!
ავჭალიდან
07:51 25-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული