32 წლის ასაკში ედენ აზარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
32 წლის ასაკში ცნობილმა ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა გვამცნო, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

გავრცელებულ განცხადებაში მან ოჯახს, ყოფილ თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ფანებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საფეხბურთო მინდვრებზე ოცნება აიხდინა.

აზარის ბოლო კლუბი მადრიდის "რეალი" გახლდათ. იქამდე კი "ჩელსიში", "ლილსა" და "ტუბიცეშიც" იასპარეზა.
ტეგები: