"ალ აჰლი" ოსიმენს ზღაპრულ პირობებს სთავაზობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა კარიერა "ალ აჰლიში" გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას II Mattino იტყობინება.

წყაროს ცნობით, არაბული კლუბი ნიგერიელ ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს, ხელფასის სახით კი ყოველწლიურად 35 მილიონ ევროს სთავაზობს. ამჟამად, ოსიმენი "ნაპოლიში" წელიწადში 10.90 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას სთავაზობს "ალ ჰილალი" "პარტენოპეის" და სურს თუ არა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ვიქტორის გასხვისება.

შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 31 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"სპალეტი ჩემთვის მამასავითაა, ოსიმენისგან ეს ძალიან გამიკვირდა" - ხვიჩა

კვარაცხელიას ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

altკვარაცხელია ტრავმირებულია, ოსიმენი "გაუჩინარდა", "ნაპოლი" არადამაჯერებელია, სეზონი კი მალე დაიწყება

altმთავარი სიახლე "ნაპოლის" თამაშში, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის "დაბრუნება" და ექსპერიმენტი, რომელიც წარსულს ჩაბარდა...

მკითხველის კომენტარები / 3 /
1მილიონი გადამიხადეთ და მე წამოვალ
კახა
19:13 11-08-2023
0
ნაპოლი მალე დინამოს დაემსგავსება! გაასწარი ხვიჩა, გაასწარი!
გულშემატკივარი
21:21 06-08-2023
3

სიახლეები პოპულარული