"ზუსტად ვერ მითხრა მიზეზი, თუ რატომ წავიდა" - ხავიმ დემბელეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ ერნანდესმა ჟურნალისტებთან უსმან დემბელეს შესახებ ისაუბრა და ფრანგის "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერი დაადასტურა. ესპანელის თქმით, დემბელემ ზუსტად ვერ აუხსნა, თუ რატომ სურდა კატალონიური კლუბის დატოვება.

"დემბელე "ბარსელონას" დატოვებს. მისი გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ. გვითხრა, რომ კლუბის დატოვება სურდა, თუმცა მიზეზი ვერ ამიხსნა. გუნდში არ გავაჩერებთ ფეხბურთელებს, რომლებსაც წასვლა სურთ.

მიუხედავად იმისა, რომ კარგი შემადგენლობა მყავს, მის შემცვლელს აუცილებლად დავიმატებთ", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, პსჟ დემბელეს სანაცვლოდ "ბარსელონას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა ამ თანხის ნახევარს ფრანგის აგენტი
მიიღებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ბლაუგრანა" ამ ტრანსფერში მიღებული თანხით "მანჩესტერ სიტის" განაპირა მცველის, ჟოაო კანსელოს დამატებას შეეცდება.

altუსმან დემბელე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს

altთუ ოსიმენი გუნდიდან, წავა "ნაპოლი" დემბელეს დამატებას შეეცდება

მკითხველის კომენტარები / 5 /
თუმცა ვერ გავიგე,თუ თავისი სურვილით წავიდა ნახევარი აგენტმა რატომ უნდა წაიღოს,რაღაც არა მგონია
ლუკა
22:02 02-08-2023
0
მესის გაშვება იქნებოდა ხელიდან ლაპპრტა მატხოვაროო.
არა რუსეთს
20:20 02-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული