დონარუმას და მის მეგობარ გოგონას ყაჩაღები სასტიკად გაუსწორდნენ - იტალიელი შოკურ მდგომარეობაშია

AutoSharing Option

"პარი სენ ჟერმენის" მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას სახლში მძარცველები შეიჭრნენ. შემთხვევა პარიზში მოხდა. Actu 17-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც გამოცემა წერს, მძარცველებმა სახლიდან 500 000 ევრო წაიღეს.

მძარცველებმა დონარუმა და მისი მეგობარი გოგონა გააშიშვლეს, გაკოჭეს და ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს. წყვილმა რამდენიმე საათის შემდეგ გაქცევა მოახერხა და სახლთან ახლოს მდებარე სასტუმროდან პოლიციაში დარეკვა შეძლო.

გამოცემის ინფორმაციით, წყვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

altპსჟ "სიტის" ბერნანდო სილვას სანაცვლოდ დონარუმასა და ვერატის სთავაზობს

altდონარუმას უნდა,

სკუდეტო "ნაპოლიმ" მოიგოს
მკითხველის კომენტარები / 16 /
აუცილებლად შეგვატყობინეთ ინფორმაცია!!!!!!!!!!!
S.K.K.
11:00 22-07-2023
1
რომ ვწერდი ხოლმე გერმანია-საფრანგეთის დიდ ქალაქებში რომ კრიმინალია და არსებობს ქუჩები სადაც ვერც კი გაბედავ გავლას,თბილისი იმასთან შედარებით სამოთხეათქო,დისლაიქებს მიწერდით ზოგიერთები,ხოდა უნდა ჩაგაგდოთ ეხლა კაცმა 1 საათით ბერლინ ნოიკიოლნში :-) და მერე ნახავთ ნარკოტიკით ვაჭრობას, ქუჩის კრიმინალს და ბანდების თარეშს შუა ქუჩაში,დღისით მზისით.სადაც არ ხართ იქ რომ ყველაფერი კარგი გგონიათ,შეირგეთ რაც გაქვთ და მოუარეთ
საქართველო
00:22 22-07-2023
3

სიახლეები პოპულარული