"კარგი მწვრთნელია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს" - ფედელე სპალეტიზე

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა.

ფედელეს თქმით, სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელი "ატალანტას" დამრიგებელი ჯანპიერო გასპერინია და არა სპალეტი.

"მასიმილიანო ალეგრი კარგი სპეციალისტია, წლების განმავლობაში უამრავ წარმატებას მიაღწია. ამჟამად მას არ ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე განსხვავებას შექმნიან.

რაც შეეხება ლუჩანო სპალეტის, მისი კომუნიკაციის ხერხები არ მომწონს, თუმცა, ვაღიარებ, რომ ძლიერი მწვრთნელია. ვფიქრობ, ჯანპიერო გასპერინი უკეთესია, ვიდრე ლუჩანო. "ატალანტას" დამრიგებელმა 8 წლის განმავლობაში წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია და ბერგამოელები
ახლაც სტაბილურად გამოიყურებიან" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 62 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 15 ქულით უსწრებს, "ატალანტა" კი 41 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.

alt"ნაპოლი" სპალეტის კონტრაქტს გაუგრძელებს და ხელფასს მოუმატებს

alt"ერთი გოლის გატანის შანსი კიდევ გვქონდა" - რა თქვა სპალეტიმ "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ

alt"ისინი ჩემპიონები არ არიან, ამ ტერმინს არასწორად იყენებთ" - ფედელემ "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა

alt"თუ მას გაუშვებთ, დიდ შეცდომას დაუშვებთ" - ფედელემ დე ლაურენტისი გააფრთხილა

მკითხველის კომენტარები / 8 /
მე მგონი დაბოლილია
koka
10:50 25-02-2023
1
როცა დავლევ ხო შეიძლება ეს შემეფეთოს ჩემი კორპუსის ჩიხში.
მოქეიფევ ნუღა აფრენ
01:08 25-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული