"თუ მას გაუშვებთ, დიდ შეცდომას დაუშვებთ" - ფედელემ დე ლაურენტისი გააფრთხილა

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრებისთვის უკვე კარგად ნაცნობმა იტალიელმა სპორტულმა დირექტორმა და ყოფილმა საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Marte Sport Live-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მოუწოდა, რომ ირვინ ლოსანოს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.

"კრემონეზესთან" მატჩში სულ სხვა ირვინ ლოსანო ვიხილე. აშკარაა, რომ დაცვითი კუთხით ძალიან მოუმატა, მისი შეჩერება ურთულესია. "პარტენოპეიმ" მას კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლივოს და მექსიკელის გაშვებაზე უარი თქვას.

არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ "ფიორენტინას" გარემარბი ნიკო გონსალესი ლოსანოს სრულფასოვნად შეცვლას მოახერხებს. "ნაპოლი" მისი დამატებით ვერ გაძლიერდება" - განაცხადა
ფედელემ.

შეგახსენებთ, ირვინ ლოსანო "ნაპოლის" 2019 წელს პსვ-დან 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 27 წლის ფეხბურთელმა "პარტენოპეის" მაისურით ჯამში 140 მატჩი გამართა, თავი კი 30 გატანილი გოლითა და 16 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"ნაპოლის" ფეხბურთელების დასაფასებელი საქციელი - ასე დაუდგნენ სპორტსმენები თურქეთსა და სირიას გვერდში

altლოსანო "ნაპოლის" დატოვებს - "პარტენოპეიმ" მისი შემცვლელი შეარჩია

altReppublica: "არსენალი" ირვინ ლოსანოთი დაინტერესდა


alt"დე ლაურენტისი იტყუება, იტალიელი "კვარასაც" და ოსიმენსაც გაყიდის" - ფედელე

მკითხველის კომენტარები / 7 /
Napolis mteria !!!!
Kutaisi
02:06 16-02-2023
0
ეს მგონი შემოგზავნილი აგენტია - ჯერ იყო და სპალეტიზე ამბობდა, ნაპოლი უნდა დატოვოსო, კვარასაც ცალკე კბილი გაკრა ერთი-ორჯერ, მერე დე ლაურენტისსაც გადაწვდა. ახლა კი ლოზანოზე იჭრის ვენებს, მაშინ როცა მისი წასვლა გადაწყვეტილია.
მოკლედ, იშვიათი "სამუზეუმო ექსპონატია"
სიმართლე
00:22 16-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული