კევინ დე ბრუინს ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
"ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმირებულ "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს თვალის ბუდის ოპერაცია გაუკეთეს.

"კევინი თავს კარგად გრძნობს და ნაკრებს ორშაბათს შეუერთდება. ოპერაცია 20 წუთი გაგრძელდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ეს ქირურგიული ჩარევა აუცილებელი იყო. ხანგრძლივვადიანი აღდგენა არ დასჭირდება. მედპერსონალი შედეგით კმაყოფილია. მოუთმენლად ველით ორშაბათს", - განაცხადა ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა.

ევრო 2020-ის გახსნით მატჩში ბელგია 12 ივნისს რუსეთს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული