"სიტიმ" "არსენალს" მარტივად მოუგო და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 33-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "არსენალს" უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

ანგარიში კევინ დე ბრუინმა მე-7 წუთზე გახსნა. 45+1 წუთზე ჯონ სტოუნსმა "მეთოფეების" კარი აიღო და "ქალაქელები" შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. 54-ე წუთზე იმავე კევინ დე ბრუინმა მესამე გოლი გაიტანა. მიკელ არტეტას შეგირდებიდან ერთადერთი გოლი რობ ჰოლდინგმა შეაგდო, საბოლოო ანგარიში კი ერლინ ჰოლანმა 90+5 წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, 31 გამართული შეხვედრის შემდეგ "მანჩესტერ სიტი" 73 ქულით მეორე პოზიციაზე რჩება, თუმცა "არსენალს" 2-ით მეტი მატჩი აქვს გამართული. პეპის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 30 აპრილს,
"ფულემთან" ჩაატარებენ.

როგორც მოგახსენეთ, "არსენალი" 75 ქულით 1-ელ პოზიციაზეა, 2 აპრილს კი "ჩელსის" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გადაიწვა არსენალი. ასე იწნებოდა ნაპოლიც სიტისნაირი რო ყავდეს იტალიაში. ყველაზე ცუდი მოკლე სკამია.
არა რუსეთს
18:29 27-04-2023
0
ჩაო არსენალ...გული არ დაგწყდეს დოღლიგა სიტისია...მთავარია ლიგა გეღირსება...და აღარასოდეს მოხდება რო ტუტენჰემებმა იბლატაონ...ნუ ჩელსის ზღაპარიც დასრულდა რუსულ ინვესტიციასთან ერთად...მოკლედ გარანტირებული ჩემპიონი სიტი...მანიუ,ლივერპული,ნიუკასლი,არსენალი 3 ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაითამაშებენ...უახლოესი 4 წლის პროგნოზი ასეთია ჩემი ვარაუდით,მიხარია რო ჩელსი ისევ გახდება ჩლენსი და ტოტენჰემი ისევ გახდება ტუტენჰემი....ჩლენსი,ტუტენჰემი დაიწყებენ ასტონ ვილა ბრაიტონებთან ჭიადობას კონფერნს ლიგისთვის ან ეგეც სანატრელი გაუხდებათ,მუდრიკი თუ მუდრაკი აპიარეთ,იხადეთ 100 ლიმონები და გეშველებათ...
პრინციპში დოღლიგაა და კისერი უტეხით...ბეი ბეგი...თფუ...
ნიკო
15:45 27-04-2023
1

სიახლეები პოპულარული