ჯოვანი სიმეონეს გატანილი გოლი მამამ და დამ მიულოცეს

AutoSharing Option
გუშინ, იტალიის ჩემპიონატზე "ფიორენტინამ" ფლორენციაში 6:1 გაანადგურა "კიევო" და ამ მატჩში სტუმართა კარში ბოლო გოლი არგენტინელმა თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ გაიტანა.

შვილის თამაშს სტადიონზე მისი მამა, მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე ოჯახითურთ დაესწრო და შვილს გამარჯვება მიულოცა. გეცოდინებათ, "როხიბლანკომ" შაბათს ლა ლიგაზე "რაიო ვალეკანოს" 1:0 სძლია.

ჯოვანი, განსაკუთრებით, სტადიონზე მისი პატარა დის ყოფნამ გაახარა, რომელსაც მიუძღვნა გატანილი გოლი.

altჯოვანი სიმეონემ ჰეთ-თრიკით "ნაპოლის" სკუდეტოს მოგების იმედი გადაუწურა [VIDEO]

altჯოვანი სიმეონე: მამაჩემის ხელმძღვანელობით მინდა ვითამაშო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული