კარლო ანჩელოტი: იტალიის ნაკრებთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია

AutoSharing Option
სკუადრა აძურას ლუიჯი დი ბიაჯოს სახით დროებითი მწვრთნელი ჰყავს და ისიც არაა გარკვეული, მომავალში ვინ ჩაუდგება სათავეში.

ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად დროებით უმუშევარი კარლო ანჩელოტი განიხილება, რომელმაც ამასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:"გთხოვთ, ამაზე კითხვას ნუ დამისვამთ. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიმიღია. ყველაფერს ივნისში შეიტყობთ".

როგორც ამბობენ, კარლო ინგლისური კლუბებისგან ელის შეთავაზებას, სადაც მენეჯერებს გაცილებით უფრო მაღალ ხელფასს უხდიან და თუ კონკრეტული წინადადებით ბრიტანელებმა არ მიმართეს, მაშინ დათანხმდება თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის გაწვრთნას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული