ფატიჰ ტერიმი "გალათასარაიში" დაბრუნდა

AutoSharing Option
გამოცდილი თურქი სპეციალისტი ფატიჰ ტერიმი "გალათასარაის" გაწვრთნის. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა უკვე დაადასტურა.

"იმპერატორმა", როგორც ამ გამოცდილ სპეციალისტს ეძახიან, ხორვატი იგორ ტუდორი შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

ტერიმი სტამბულურ გუნდში ძალიან უყვართ. იგი "გალას" სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მეოთხედ დამოძღვრავს.

მისი ხელახალი დებიუტი კი 24 დეკემბერს, თურქეთის სუპერლიგაში, "გიოზტეპეს" წინააღმდეგ შედგება.

მომზადებულია mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული