"ნაპოლის" ახალი პროექტის ნაწილი - ძანიოლო შესაძლოა, კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "გალათასარაის" საკუთრება და ამჟამად "ასტონ ვილაში" იჯარით მოთამაშე ნიკოლო ძანიოლო ზაფხულში შესაძლოა, "ნაპოლის" შეუერთდეს.

ამ სეზონის დასრულების შემდეგ "პარტენოპეის" სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა გახდება, რომელი 24 წლის შემტევს ახალი პროექტის ნაწილად აღიქვამს.

თავად ნიკოლო არ არის წინააღმდეგი, რომ ისევ მშობლიურ ჩემპიონატში ითამაშოს, მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ნაპოლი თურქულ კლუბს შეუთანხმდეს.

მიმდინარე სეზონში "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა "ასტონ ვილას" მაისური 23 პრემიერ ლიგურ შეხვედრაში მოირგო და 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული