ნეიმარმა პარიზში, პრესტიჟულ უბანში სახლი იყიდა

AutoSharing Option
პსჟ-ის ახალწვეული თავდამსხმელი ნეიმარი აქამდე სასტუმროში ცხოვრობდა. "ფიგაროს" ცნობით, ბრაზილიელმა ნაკრებში გამგზავრების წინ პარიზის მახლობლად, ბუგივალის რაიონში ხუთსართულიანი სახლი შეიძინა, რომელსაც აქვს აუზი, რამდენიმე ტერასა და 5 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ეზო. იქაურობის თავისი გემოვნებით მოწყობა დაიწყო ფეხბურთელის მამამ, ნეიმარ სანტოსმა.

ნეის სახლი პსჟ-ის საწვრთნელი ბაზის სიახლოვეს მდებარეობს და ამავე რაიონში ცხოვრობს "პარი სენ ჟერმენის" მცველი ლევენ კურზავა. ბუგივალი საფრანგეთის დედაქალაქის პრესტიჟული უბანია და მხოლოდ 9 ათასი ადამიანი სახლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული