ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები ინგლისური კლუბის ყიდვას აპირებენ

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტის, რობ იანსენის თქმით, წარსულში ცნობილი ყოფილი ფეხბურთელები: დირ კუიტი, რონალდ კუმანი, ჰენრიკ ლარსონი და დენის ბერგკამპი, ინგლისური კლუბის ყიდვას აპირებენ.

მათი მიზანია, რომელიმე მე-3 ან მე-4 ლიგის გუნდის თანამფლობელები გახდნენ.

გეგმის მიხედვით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლარსონი უნდა გახდეს, აკადემიის განვითარებაზე ბერგკამპი იზრუნებს, კუმანი კი გარკვეულ როლს მიიღებს, თუმცა ჯერ უცნობია, რომელ როლს შეითავსებს ნიდერლანდების ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი.

რაც შეეხება კუიტს, ის ბელგიაში მუშაობს და "ბეერხოსტის" დამრიგებელია, რომელიც წესით, უმაღლეს ლიგაში უნდა ამოიყვანოს და დაკავებული პოსტის დატოვებას არ გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული