"ჩელსი" სერია A-ში კიდევ ერთ ფეხბურთელს უშვებს

AutoSharing Option
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "ჩელსის" 22 წლის ნახევარმცველი კალუმ ჰადსონ-ოდოი 1-წლიანი იჯარით "ლაციოს" მიაშურებს, რომაელებს კი მათი გამოსყიდვა შეეძლებათ.

კონტრაქტში იდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ "ბიანკოჩელესტი" ახალგაზრდა ფეხბურთელს შეიძენს, მას 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ოდოიმ, რომელიც "არისტოკრატების" აღზრდილია, გასული სეზონი იჯარით "ლევერკუზენში" გაატარა. აღსანიშნავია, რომ ამ ზაფხულს "ჩელსიდან" სერია A-ს კრისტიან პულიშიჩმა და რუბენ ლოფთუს-ჩიკმა მიაშურეს, რომლებიც "მილანის" წევრები გახდნენ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული