"ალბათ, მათ "მანჩესტერ სიტი" სძულთ..." - რიად მაჰრეზი "ლივერპულზე"

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგაში უკანასკნელი, 38-ე ტურის მატჩები გაიმართა. "მანჩესტერ სიტიმ" დაძაბულ ბრძოლაში "ასტონ ვილა" 3:2 დაამარცხა და პრემიერლიგის კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ სეზონის განმავლობაში მათსა და "ლივერპულს" შორის დიდი პაექრობა მიმდინარეობდა.

მატჩის შემდეგ "მანჩესტერ სიტისა" და ალჟირის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა რიად მაჰრეზმა კომენტარი გააკეთა:

"ლივერპული" განსაკუთრებულად კარგი, დიდებული გუნდია. ვიცი, რომ მათ ვძულვართ, რადგან რომ არა ჩვენ, ისინი პრემიერლიგის ტიტულს ყოველ წელს მოიგებდნენ, მაგრამ "ქალაქელები" აქ ვართ, აღვნიშნავთ გამარჯვებას და შემდეგ წელსაც იმავეს გავიმეორებთ", - აღნიშნა რიადმა.

სტატია მომზადებულია
Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
ახლა მთავარია ჩემპიონთა ლიგის მოგება და თქვენ უყურეთ შორიდან,უკვე მერამდენედ,ქალაქელებო!!!
sandrex
18:56 23-05-2022
1
როგორც ლივერპულის მხარდამჭერი არ გეთანხმები რიად. სიტი დიდი გუნდია, დამსახურებულად მოიგო პრემიერ ლიგა (თუმცა მე სხვა ვარიანტი მერჩივნა) და არა მგონია ლივერპულის ფანებს რაიმე ზიზღი ან არატანა ჰქონდეთ სიტის მიმართ. ეს ორი გუნდი ერთმანეთს უბრალოდ უნდა უმადლოდნენ რომ ამ დონის გუნდები არიან. ვერც სიტი ლივერპულის გარშე და ვერც ლივერპული სიტის გარეშე ამ აბსოლუტურ სრულყოფილებას ვერ მიაღწვედნენ. ვულაცავ სიტის ფანებს....
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული