ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში ბრუნდება

AutoSharing Option
"რეალის" 34 წლის ნახევარმცველი ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში ბრუნდება, - ამის თაობაზე ფეხბურთელმა "ინსტაგრამზე" დაწერა:

"ბიჭებო, მოკლედ: მარტიდან ისევ ვითამაშებ გერმანიის ნაკრებში. რატომ? იმიტომ, რომ მწვრთნელმა მთხოვა და დავთანხმდი. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე უმრავლესობა ფიქრობს!"

კროოსმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 2021 წელს ევროპირველობის შემდეგ გამოაცხადა.