"ბაიერნი" თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის თასის მეორე რაუნდში "ბაიერნი" სტუმრად მესამე ლიგის "საარბრიუკენთან" 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

გადამწყვეტი გოლი მასპინძელთა მცველმა მარცელ გაუსმა მანუელ ნოიერს ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გაუტანა.

. ასეთი დაბალი დივიზიონის კლუბთან "ბაიერნმა" მარცხი 23 წლის შემდეგ პირველად განიცადა.
. ამით ყველა ტურნირზე "ბაიერნის" 13-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
. მიუნხენური გუნდის მცველმა მატეის დე ლიხტმა მე-19 წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

საარბრიუკენი. "ლიუდვიგსპარკშტადიონი"
საარბრიუკენი - ბაიერნი 2:1
გოლები: 0:1 მიულერი (16), 1:1 ზონტგაიმერი (45+1), 2:1 გაუსი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ტუხელი მგონი დაღუპავს ბაიერნს
მამუკა
10:56 02-11-2023
2

სიახლეები პოპულარული