გუტი ლუნინს "რეალის" მთავარ მეკარედ ხედავს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გუტიმ განაცხადა, რომ "სამეფო გუნდის" კიპერ ანდრეი ლუნინს შეუძლია, მომავალში "ბლანკოსის" მთავარი კარის დარაჯის როლი მოირგოს.

"ლუნინს კონტრაქტს გავუგრძელებდი და დამსახურებულ გასამრჯელოს მივცემდი. ეს წელი მისთვის რთული იყო, მაგრამ მისი ნდობა დაიწყეს და ვიმედოვნებ, რომ უკრაინელს არანაირი ტრავმა არ ექნება.

რატომაც არა? - მას მომავალში "რეალის" მთავარ მეკარედ ვხედავ", - თქვა ლუნინმა.

ინფორმაციისთვის, "სამეფო გუნდის" კარის დარაჯმა ტიბო კურტუამ სეზონის დასაწყისში ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად კეპა არისაბალაგა დაიმატეს, თუმცა ლუნინმა შეძლო და მთავარი კიპერის როლი
მოიპოვა, ბელგიელი კი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.