"ბარსელონამ" ხავის შესაძლო შემცვლელი ლა ლიგაში შეარჩია

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფრანკოის გალიარდო გვაუწყებს, რომ "ბარსელონას" მომავალი სეზონისთვის მთავარ მწვრთნელად მიჩელი ჰყავს შეგულებული, რომელიც ამჟამად "ჟირონას" უდგას სათავეში.

მოგეხსენებათ, კატალონიურ გრანდს ბოლო პერიოდში არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვს და ხავი შესაძლოა, გადააყენონ.

იმ შემთხვევაში, თუ "ბლაუგრანას" ამჟამინდელ თავკაცს სეზონის ბოლომდე დაითხოვენ, დროებით მწვრთნელად "ბარსელონას" ყოფილი მცველი რაფა მარკესი დაინიშნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორც ფეხბურთელი ძალიან მაგარი, მაგრამ როგორც მწვრთნელი მოლი!
ზურა
15:29 14-12-2023
0
ხავი (თუ ჩავი) ნამდვილად მოსაცილებელია! გუნდი განიცდის რეგრესს. ბარსასგან მარტო სახელიღაა შემორჩენილი. ლევანდოვსკიც მიყვეს მთავარ მწვრთნელს და ბონუსად ლაპორტაც წაიყოლიონ.
გიგა
15:13 14-12-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული