"რეალმა" მოულოდნელად "რაიო ვალეკანოსთან" ქულები დაკარგა

AutoSharing Option
ლა ლიგის მეთორმეტე ტურში „რეალი“ საკუთარ მოედანზე „რაიო ვალეკანოსთან“ უგოლო ფრეს დასჯერდა.

. „რეალმა“ კარისკენ 17-ჯერ დაარტყა, კარში - 5-ჯერ და ამ სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში პირველად ვერ გაიტანა. მეტოქეს კეპას კარის ჩარჩოში ბურთი არ დაურტყამს.
. ვინისიუსის მიერ 66-ე წუთზე გატანილი გოლი იმის გამო არ ჩათვალეს, რომ ხოსელუ, რომელმაც პასი მისცა, თამაშგარეში იმყოფებოდა.
. რეალის“ მცველმა რიუდიგერმა მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო და ჩემპიონატზე შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს.
. „სამეფო გუნდის“ ნახევარმცველ კამავინგას 75-ე წუთზე ფალკაოსთან შეჯახების შედეგად წარბი გაუსკდა და 85-ე წუთზე შეცვალეს.

პრიმერას 31 ქულით „ჟირონა“ ლიდერობს, „რეალი“ 29 ქულით მეორე ადგილზეა, „ბარსელონა“ 27 ქულით - მესამეზე, ხოლო 25 ქულით მეოთხეზე „ატლეტიკოა“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„რეალი“ მომდევნო მატჩს 9 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სახლში „ბრაგასთან“ გამართავს, 12 ნოემბერს კი ლა ლიგაზე "ვალენსიას" უმასპინძლებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 70 220 მაყურებელი
რეალი - რაიო ვალეკანო 0:0

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული