საუდის არაბეთში მოდრიჩსა და ალეგრისაც ეპატიჟებიან - ორივეს მეგა-შეთავაზება აქვს

AutoSharing Option
Marca წერს, რომ საუდის არაბეთის კლუბმა "ალ აჰლიმ" ლუკა მოდრიჩს სუპერშეთავაზება გაუკეთა.

ხორვატს სეზონურად 80 მილიონ ევროს სთავაზობენ, ეს კი 7-ჯერ მეტია იმაზე, რასაც ის მადრიდის "რეალში" გამოიმუშავებს.

37 წლის ფეხბურთელს თავად "სამეფო გუნდში" დარჩენა სურს, მაგრამ ჯერჯერობით "ალ აჰლისთვის" უარი არ შეუთვლია.

ამავდროულად, Goal-ი ავრცელებს ცნობას, რომ საუდის არაბეთში ტურინის "იუვენტუსის" მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისაც ეპატიჟებიან, რომელსაც "ალ ჰილალი" 3-წლიან კონტრაქტსა და სეზონურ გასამრჯელოდ 20 მილიონ ევროს ჰპირდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
წადი მოდრიჩ. ფული იშოვე. რეალში უკვე იმაზე მეტი ქენი ვიდრე უნდა გექნა. ახლა წადი და დასივენე ისიმოვნე და შეირგე. გეკუთვნის ნამდვილად და წადი.
zura
16:27 13-06-2023
2
მეც წამიყვანონ, წელიწადში სულ რაღაც 100 000$ თამაშზეც თანახმა ვარ, თუნდაც ერთხელაც ვერ მოვხვდე ძირითადში
llcl
15:34 13-06-2023
1

სიახლეები პოპულარული