ფიგუს დუბლით - ლეგენდების სერიის მატჩში "ინტერმა" საქართველოს ნაკრებს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელები შეხვდნენ - შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

წვიმინი ამინდის მიუხედავად, ბათუმის სტადიონზე დიდი ფეხბურთელების თამაშის სანახავად ბევრი გულშემატკივარი მივიდა, რომელთაც მართლაც საზეიმო განწყობა შექმნეს. დებიუტში შოთა არველაძის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ქეცბაიას გატანა მეკარე ჟულიო სეზარმა არ დაანება, სტუმრები კი ფიგუმ დააწინაურა. ცოტა ხანში მილანელებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ რევიშვილის კარი ძელმა იხსნა.

თამაში შესვენების შემდეგაც საინტერესო სანახავი გახლდათ, ამხანაგურს სულაც არ ჰგავდა. „ინტერს“ ორი კარგი
მომენტი ჰქონდა: პალასიოს დარტყმული ბურთი ამისულაშვილისგან რიკოშეტით ლომაიას კარს ოდნავ ასცდა, ხოლო პალასიომ ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში საქართველოს ნაკრები ლომაიამ იხსნა. მერე მოედანზე ფიგუ დაბრუნდა და უმალ დუბლი შეასრულა. 78-ე წუთზე სირაძეს გოლისას გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. ალბათ, შეცდომით და სტუმრებმა გაიმარჯვეს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ფიგუ (23), 0:2 ფიგუ (72)

მკითხველის კომენტარები / 37 /
ღიპიანი ქართველი კაცები:დ
0
რუსეთის მადიდებელი ასათიანი!!!
5

სიახლეები პოპულარული