ვილი სანიოლს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შესაძლოა უახლოეს მომავალში ირლანდიის ნაკრები ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს უახლოეს
მომავალში აუცილებლად დატოვებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუხედავად სხვა რამდენიმე სპეციალისტისა, სანიოლი ამჟამად ირლანდიის ნაკრებისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატურაა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს 21 მარტს, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა "დინამო არენაზე" 19:00 საათზე დაიწყება.

altსანიოლის სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო - რა ნახა ფრანგმა ქუთაისში? [VIDEO]

altსანიოლი ვიზიტებს განაგრძობს - ამჯერად ჩაკვეტაძეს შეხვდა

alt"ქართველები უნიკალურები არიან! მათთვის მთავარი

გამარჯვებაა და არა ფული ან სხვა წარმატება" - ვილი სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ
მკითხველის კომენტარები / 33 /
იმედია რაღაც შესაგუებელ განცხადებასთან არ გვაქ საქმე ნეგობრებო...თორე წარმატებები ვუსურვოთ არაა ვილის წასვლა დიდი დარტყმა,ჩვენი ნაკრები გაიზარდა და ვფიქრობ გაცილებით მაღალი დონის მწვრთნელი უნდა ჩაუდგეს სათავეში..ვფიქრობ ფედერაციამ კარგად დაზოგა ვილის მოყვანით ბიუჯეტი,ეხლა გუნდი მინიმუმ 3 ძალიან ძლიერი ფეხბურთელით და 8-9 საშვალოზე მაღალი დონის 25 წლამდე ბიჭით იწონებს თავს!! ორი წლიანი კონტრაქტი თუნდაც ყურში ძალიან მოხვდეს ვინმეს ისეთი თანხაა გამოსაძებნი და შესაბამისად მწვრთნელიც, ამბიციური კაცი თანამრდროვე ხედვით ამ გუნდს შეიძლება ისე გაასროლინოს სულ შეიცვალოს და სასიკეთო რელსებზე გადავიდეს მთელი ქართული ფეხბურთი!!! ასე რომ გარისკვად ღირს!!
მირო
06:33 08-03-2024
5
ერთი ნაბიჯი დაგვრჩა ევროპაზე გასასვლელად, ამ შედეგამდე რომ მივსულიყავით ამისათვის ვაისმა და იქამდე ქეცბაიამ ბევრი გააკეთეს, ამის გარდა დღეს ნაკრებში გვყავს რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ მარჩის ბედის გადაწყვეტა, გარდა ამისა ქართველი მაყურებელი და გადატენილი სტადიონი, (ბოლო წლებია ნაკრების თამაშებზე სტადიონი ივსება) ხოდა ვაისი ადგება და ამ ყველაფერს საკუთარ თავზე მიიწერს, ოღონდ გავიდეთ და მიიწეროს, სანილოსთვის საქართველოს ნაკრები ყველა ვარიანტში კარგი ტრამპლინია მის კარიერაში
იკა
04:58 08-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული