მამარდაშვილს, რომელმაც "ვალენსიას" უკაპიტნა, პენალტი ვერ გაუტანეს და მეთორმეტედ შეინახა კარი მშრალად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 31-ე ტურის დასკვნით მატჩში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა.

სტუმრები პირველ ტაიმში უკეთ თამაშობდნენ და დუროს გამოუყენებელი შანსის შემდეგ ალმეიდამ დააწინაურა. მასპინძლებს ერთადერთი მომენტი ჰქონდათ, როდესაც გომესის დარტყმული ბურთი გერასგან რიკოშეტით ძელს მოხვდა. მეორე ტაიმში „ოსასუნა“ უპირატესობას დაეუფლა და შეუტია: გატანა ბუდიმირს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მამარდაშვილის კარს, რომელიც გუნდის კაპიტანი იყო. მერე გიორგიმ პირისპირ გასულ გარსიას არ გაატანინა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა დროის გაყვანის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. ცოტა ხანში ერანდოს თავურმაც ვერ უწია მიზანს. კომპენსირებულ დროში ბუდიმირი საჯარიმოში გილიამონმა წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების
ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც უხეიროდ თავად დაზარალებულმა შეასრულა, ქართველი ბურთს დაეუფლა და „ღამურებმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მამარდაშვილმა ბოლო 3 მატჩში არ გაუშვა გოლი და 12 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. მისი თამაში Whoscored-მა 7.3 ქულით შეაფასა, Flashscore-მ - 7.2-ით, ხოლო Sofascore-მ - 7.1-ით.

„ვალენსია“ 47 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 20 აპრილს „ბეტისს“ უმასპინძლებს.

პამპლონა. „ელ სადარი“. 19 480 მაყურებელი
ოსასუნა - ვალენსია 0:1
გოლი: ალმეიდა (18)
გამოუყენებელი პენალტი: ბუდიმირი (90+7, ოსასუნა)

altTodo Fichajes: მამარდაშვილმა შეიძლება პსჟ-ში დონარუმა შეცვალოს

მკითხველის კომენტარები / 34 /
აღარ ხუმრობს ეს ბიჭი. ძალიან სწრაფად და თვალსაჩინოდ პროგრესირებს. გრანდში გადასვლა შეიძლება ხვიჩას დაასწროს. ჩვენს ფეხბურთსაც ეს უნდა რომ რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავდეს. თავის დროზე პაიჭაძე, ჯეჯელავა, მესხი, მეტრეველი მსოფლიო დონის ფეხბურთელები იყვნენ, ასე რომ ამ ბიჭებს და კიდევ სხვებს შეუძლიათ ეს ტრადიცია ქართული ფეხბურთის გააგრძელონ. წარმატებას ვუსურვებ!
გიორგი
16:20 16-04-2024
0
კრიტიკოსებო და სკეპტიკოსებო!
ნებისმიერი თქვენთაგანი რომ დადგეს კარში, თქვენი მეზობელი ვასიკო უჯმაჯურიძეც კი გაიტანს თერთმეტმეტრიანს.
ოსასუნას ფეხბურთელებმა იმიტომ ააცილეს კარს ბურთი სახიფათო შეტევების დროს, რომ კარში კარგი მეკარე იდგა.
რეალობა
13:13 16-04-2024
0

სიახლეები პოპულარული