პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ფროზინონეს" 1:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „ფროზინონეს“ 1:0 ამარცხებს.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, კვარაცხელიამ მცველი ჩამოიცილა, ოსიმენი მეკარე ტურატის პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან გატანა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მალე პოლიტანომ შესანიშნავი გოლით დააწინაურა თავისი გუნდი. შემდეგ ოსიმენმა კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან. 29-ე წუთზე რაჰმანიმ საჯარიმოში შედირა წააქცია, მაგრამ სულეს პენალტი მეკარე მერეტმა არ გაატანინა. ნეაპოლელებმა იერიშები გააგრძელეს, ზილენსკის თავური ოდნავ ასცდა მიზანს, მერე პოლონელის დარტყმულ ბურთს ტურატი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

ნეაპოლი.
„დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ფროზინონე
გოლი: პოლიტანო (16)
გამოუყენებელი პენალტი: სულე (30, ფროზინონე)

altკვარაცხელია დღეს ქართველების შედეგიანობის გაგრძელებას ეცდება - ითამაშებს კვერნაძე?

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაშააააა!
MTRX
15:41 14-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული