"თბილისის "დინამო" ძალიან დამეხმარა... როცა "ნაპოლიდან" წავალ..." - სერია A-მ "კვარას" ვიდეო გაავრცელა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ფეხბურთელი კარიერის საწყისი ეტაპისა და ნეაპოლური ცხოვრების შესახებ საუბრობს.

"ფეხბურთის თამაში ქუჩაში ჩემს მეგობრებთან ერთად დავიწყე, ვარჯიშების შემდეგ სტადიონზე მათთან ერთადაც ვთამაშობდი. ფეხბურთში ჩემი პირველი ნაბიჯები ქუჩიდან დაიწყო, სწორედ ასე გავიზარდე. ის, თუ როგორი სათამაშო სტილი მაქვს, სწორედ ამის დამსახურებაა. ქუჩამ ინსპირაცია მომცა, რასაც მოედანზე დღემდე ვიყენებ.

რვა წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთის თამაში პროფესიონალურ დონეზე დავიწყე. კარგ აკადემიაში ვვარჯიშობდი, სამი წლის შემდეგ კი თბილისის "დინამოს" აკადემიაში გადავედი, იქ
5 წელიწადი გავატარე, მათ კარგი აკადემია აქვთ და შესანიშნავ ფეხბურთელებს ზრდიან, ეს გუნდი ძალიან დამეხმარა.

სერია A-ს თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებდი, იტალიელი მცველები ძალიან ძლიერები იყვნენ. როდესაც საქართველოში სიტყვა "იტალიას" ამბობ, პირველ რიგში, კარგ მცველებზე ფიქრობ.

მარადონა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. მასთან შედარება? ეს ცოტათი სიგიჟეა, თუმცა ჩემთვის უდიდესი პატივია და ამის გამო მადლიერი ვარ. სანამ "ნაპოლიში" გადავიდოდი, მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მარადონა მსოფლიოში საუკეთესო იყო, არგენტინელი მამას კერპი გახლდათ.

რა თქმა უნდა, როცა ჩემი ოჯახი ნეაპოლში ჩამოდის, თუ იმ დღეს მატჩი არ მაქვს, ვცდილობ, რომ მათთან ერთად გავიდე და პიცა მივირთვათ, რადგან იტალიური სამზარეულო ძალიან მოსწონთ.

ქართველები და ნეაპოლელები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, რადგან როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, გვსურს, რომ ეს საუკეთესოდ შევასრულოთ. გარდა ამისა, ფეხბურთი საქართველოშიც ძალიან უყვართ, ისევე, როგორც ნეაპოლში.

ფეხბურთში ტალანტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი აზრით, თუ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ბევრს არ იმუშავებ, დაეცემი.

"ნაპოლისთან" ერთად სკუდეტოს მოგება სიგიჟე იყო. ამ ოცნების ასახდენად გრძელი და რთული გზა გავიარე, თუმცა ეს შევძელი და უბედნიერესი ვარ. ამ გუნდის ქომაგები მოტივაციას მაძლევენ, რადგან როდესაც ხედავ, თუ როგორ სურთ ტრიბუნებზე მყოფ ადამიანებს, რომ გაიმარჯვო, მზად ხარ, მათთვის ყველაფერი გააკეთო. ისინი გაძლევენ ენერგიას, როდესაც სირბილი აღარ შეგიძლია.

როდესაც "იუვენტუსი" გასვლაზე დავამარცხეთ და სკუდეტოს მოგებას მივუახლოვდით, ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ რაღაც დაუვიწყარი ხდებოდა, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ისინი ყვიროდნენ, მღეროდნენ... შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე იყო.

იტალიაში ჩემპიონი აქ გადმოსვლიდან პირველივე სეზონში გავხდი. ნეაპოლში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ მოედნის გარეთაც. ვფიქრობ, უდიდესი გამოცდილებაა, როდესაც ასეთი ქალაქის ნაწილი ხარ. როცა აქედან წავალ, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამ მომენატრება.", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერვიუში.


altდე ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ახალი იდეა აქვს - რა პუნქტის შეტანას აპირებს "ნაპოლის" პრეზიდენტი კვარაცხელიას განახლებულ კონტრაქტში

მკითხველის კომენტარები / 15 /
გაუმარჯოს კვარას! წარმატებები!
ვერმიცანა
11:55 12-04-2024
1
ამხანაგ ივანიშვილოვის ბოტებო!
თუ რუსი მწვრთნელების დამსახურებაა ხვიჩას წარმატება, საკუთარ რუს ფეხბურთელებს რატომ ვერ ასწავლეს თამაში?
რეალობა
10:42 12-04-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული