ზივზივაძის "კარლსრუემ" დაძაბულ ბრძოლაში ლიდერი დაამარცხა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 28-ე ტურში „კარლსრუემ“ სახლში ლიდერ „სანკტ პაულის“ 2:1 სძლია.

დებიუტში მასპინძლები მცველმა ფრანკემ დააწინაურა, ანგარიში კი ირვინმა გაათანაბრა, რომლის შეჩერება „კარლსრუეს“ უჭირდა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს, ირვინის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ორჯერ თავისი გუნდი მეკარე დრევესმა გადაარჩინა. აქედან მოყოლებული მასპინძლებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა მოახერხეს, ზივზივაძეს გატანა მეკარე ვასილმა არ დაანება და 67-ე წუთზე ქართველი შეცვალეს. მერე ნებელმა ჰამბურგელების კარი დალაშქრა. 77-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო „სანკტ პაულის“ მცველმა ვალმა (პირველი ყვითელი ბარათი ზივზივაძემ
მიაღებინა) და მისი გუნდი კაცნაკლული დარჩა, ხოლო ანგარიში არ შეიცვალა და ბუდუს გუნდმა გაიმარჯვა.

ზივზივაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.7, whoscored 6.3, flashscore 6.2.

„კარლსრუე“ 42 ქულით მეექვსე ადგილზეა, პირველ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 6 ქულა აშორებს და 13 აპრილს გასვლაზე „პადერბორნს“ დაუპირისპირდება.

კარლსრუე. „BBBank ვიდპარკი“
კარლსრუე - სანკტ პაული 2:1
გოლები: 1:0 ფრანკე (2), 1:1 ირვინი (37), 2:1 ნებელი (69)
გაძევება: ვალი (77, სანკტ პაული)

altბუდუმ "ფელტინს არენაზე" რეპეტიცია გაიარა და იომა

მკითხველის კომენტარები / 1 /
უუუხ შენ გენაცვალე ბუდუია სიმონ!
. რაფრა დაგეხმაროთ, არ ვიცი, ფაშისტთა სადგომის მისამართი გამემიგზავნე და ცეცხლს მივცემ მათ ბუნაგს. სპიჩკის ფულიც ბუდუია, სპიჩკის თვარაა...
კ ო მ ბ ლ ე
13:33 07-04-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული