ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ეს სიცრუეა" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი?

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლი" და ხვიჩა კვარაცხელია ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ქართველი ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

"არ არის სიმართლე, ამაზე საუბარი არ ყოფილა. კრისტიანოც ჩამოსულია და ეგეთი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ჯერ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები სერიოზულად არ მიმდინარეობს", - განაცხადა ჯუღელმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს ეწურება. "კვარამ" მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 28
მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. 

altfootballtransfers: კვარაცხელია გაბრაზებულია - "არსენალი" ქართველით აღფრთოვანებულია და შეიძლება გადაბირება სცადოს

alt"ამან შეიძლება კვარაცხელიას არაგანზრახვითი დემოტივაცია გამოიწვიოს" - იტალიური მედია ასახელებს თანხას, რომელიც ჯუღელმა ხვიჩასთვის მოითხოვა

ასევე დაგაინტერესებთ