footballtransfers: კვარაცხელია გაბრაზებულია - "არსენალი" ქართველით აღფრთოვანებულია და შეიძლება გადაბირება სცადოს

AutoSharing Option
footballtransfers-ის ვარაუდით, არაა გამორიცხული, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის კრიზისში შესვლამ, ქართველისადმი "არსენალის" ინტერესი განაახლოს.

გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია "ნაპოლის" ისტორიული სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა, დაახლოებით ერთი წელია ახალი ხელშეკრულების გაფორმებასა და ხელფასის მომატებას ითხოვს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ნეაპოლურ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, წელიწადში მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს იღებს, თავიდან კლუბის პრეზიდენტმა გაუმჯობესებული პირობებით ხელშეკრულების განახლებაზე უარი განაცხადა, რამაც ფეხბურთელი და მისი გარემოცვა ძალიან გააბრაზა.

აღნიშნულია, რომ, მოთხოვნილ და შეთავაზებულ თანხებს შორის სხვაობა უზარმაზარია,
დე ლაურენტისი მზად არაა 4 მილიონზე მეტი გადაუხადოს, ამ დროს კვარაცხელია გაცილებით მეტი ღირს, შედეგად კი სავსებით რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ თუ მოთხოვნები არ დაუკმაყოფილეს, ქართველმა ზაფხულში გუნდიდან წასვლა მოითხოვოს.

"არსენალი" უკვე რამდენიმე თვეა კვარაცხელიათი აღფრთოვანებულია და სეზონის ბოლოს შეიძლება მისი გადაბირება კვლავ სცადოს. ამ სეზონში ხვიჩას თამაში ისე შთამბეჭდავი არაა და ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მიზეზი კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაციაა".

მკითხველის კომენტარები / 13 /
კარო თავზე ხელი დაიდე ხომ არავის დაუმასქნია და უკან მაისვი,ხომ არ ჩაგიტოვეს.
საფიჩხიელი-კაროს
18:32 05-02-2024
0
ასე შეიძლება დასტრუქტურირება: ვარიანტი 1: ხელფასი 3-4 მ გამოსასყიდი 50 მ; ვარიანტი 2: ხელფასი 7-9 მ გამოსასყიდი 90-120 მ; ანუ, 2 რაღაცაზეა საჭირო მოლაპარაკება ერთმანეთთან ბმაში. ლაურენტისს თან ძვირად უნდა გაყიდოს და თან მიზერული ხელფასი იხადოს, რაც მეტისმეტად უსამართლოა. თუ უნდა ძვირად გაყიდოს, მაშინ გამოსასყიდი თანხა და ხელასი, ორივე, შესაბამისად დიდ ციფრებში უნდა იყოს
გულშემატკივარი
13:07 01-02-2024
4

სიახლეები პოპულარული