ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ფატიჰ კარაგუმრუკი" შოთას სადებიუტო მატჩში დამარცხდა

AutoSharing Option
როგორც იცით, 11 დეკემბერს „ფატიჰ კარაგუმრუკის“ მწვრთნელად შოთა არველაძე დანიშნეს, დღეს კი მისი გუნდი ერთ-ერთ ლიდერ „გალათასარაისთან“ სტუმრად 0:1 დამარცხდა.

მატჩი დაძაბული გამოვიდა. შეცვლაზე შესულმა სერდარ დურსუნმა კომპენსირებულ დროში "გალათასარაის" გაუტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.

„ფატიჰ კარაგუმრუკი“ 16 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-14 ადგილზეა და 23 დეკემბერს „გაზიანტებს“ უმასპინძლებს.

სტამბული. „რამს პარკი“
გალათასარაი - ფატიჰ კარაგუმრუკი 1:0
გოლი: აკტიოროღლუ (40)

ასევე დაგაინტერესებთ