კიტეიშვილი სასტარტოში იყო - "შტურმმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში "შტურმმა" მესამე წუთზე სეედიუ იატას მიერ გატანილი გოლით საკუთარ მოედანზე "ალტახი" 1:0 დაამარცხა.

ტრავმის მორჩენის შემდეგ მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა პირველად დაიწყო თამაში სასტარტოდან და 71-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე ტურნირზე 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

"შტურმი" 37 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ზალცბურგს" 2 ქულით ჩამორჩება და შემდეგ შეხვედრას 15 დეკემბერს ევროპა ლიგაზე ლისაბონში "სპორტინგთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული