ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კარვახალი კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებულად ემზადება - "რეალის" მცველმა მატჩის წინ ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "ნაპოლი" გასვლაზე მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "სამეფო გუნდის" მცველმა დანი კარვახალმა "პარტენოპეის" ქართველ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"თავს მშვენივრად ვგრძნობ. თავდაჯერებული ვარ და მთლიანად "ნაპოლისთან" შეხვედრაზე ვარ კონცეტრირებული. მომიწევს, ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვაჩინო და გუნდი კარგად დავიცვა, რადგან ისეთი ძლიერი ვინგერის წინააღმდეგ მომიწევს თამაში, როგორიც კვარაცხელიაა", - თქვა კარვახალმა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება თბილისის დროით უკვე 30 ნოემბრის თარიღით, 00:00 საათზე დაიწყება. 

altკვარაცხელია-ოსიმენის დუეტი "რეალთან" ბრუნდება - ხვიჩა არენაზე, სადაც თამაშზე ერთ

დროს ოცნებობდა!..
ასევე დაგაინტერესებთ