კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი "რეალთან" ბრუნდება - ხვიჩა არენაზე, სადაც თამაშზე ერთ დროს ოცნებობდა!..

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში კარლო ანჩელოტი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. მადრიდის "რეალი" უკვე მერვედფინალშია და ამასთან შორს არც "ნაპოლი" იმყოფება. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები "სანტიაგო ბერნაბეუზე" დღეს, გვიან საღამოს, ჩვენი დროით 23:59 საათზე ითამაშებენ.

"სამეფო კლუბს" საკუთარ მოედანზე აპრილის შემდეგ არ წაუგია და ბოლო ცხრა საშინაო მატჩიდან რვაში გაიმარჯვა. 9 შეხვედრაა, "ლოს ბლანკოსი" იტალიურ კლუბებთან არ მარცხდება, მათ შორისაა 3 ოქტომბრის გამარჯვება (3:2) "სტადიო მარადონაზე". ანჩელოტის გუნდი დაცვაში შესანიშნავია და ეს იმ ფონზე, როცა მეკარე კურტუა და მილიტაო ტრავმირებული არიან.

Sportall.Ge

ნეაპოლელთა ძველ-ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი მადრიდის "რეალს" კარიერაში პირველად დაუპირისპირდება. მადრიდელებს არაერთი დანაკლისი აქვთ და როტაცია გარდაუვალია. ტრავმირებულების - ვინისიუსის, კამავინგასა და ჩუამენის სიას, ლუკა მოდრიჩიც შეემატა. ბელინგემი და როდრიგო თავს კარგად გრძნობენ. ნეაპოლელთა მთავარი პრობლემა მარცხენა მცველია. იქნებ ახლა საუკეთესო დროა, "კვარამ" და მისმა თანაგუნდელებმა "ბერნაბეუზე" გამარჯვებაზე იფიქრონ!.. ჩვენებური ლეგენდარულ არენაზე, სადაც ერთ დროს თამაშზე ოცნებობდა, პირველად წარდგება. საკმაოდ დიდხნიანი იძულებითი პაუზის შემდეგ კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს პირველივე წუთებიდან ვნახავთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"რეალი": ლუნინი - ვასკესი, რუდიგერი, ალაბა, ნაჩო - ვალვერდე, კროოსი, ბ. დიასი - ბელინგემი - როდრიგო, ხოსელუ.

"ნაპოლი": მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ნათანი, ჟესუსი - ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

მსაჯი: ლეტექსიე (საფრანგეთი).

altრა დაგვანახა "ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა და სადაა კვარაცხელიას ოპტიმალური პოზიცია...

altმაცარის სიტყვებმა "კვარა" გააგიჟა - ცნობილია, რა უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის დაწყებამდე ქართველს

მკითხველის კომენტარები / 18 /
რატომღაც მგონია, რომ ჟესუსის ნაცვლად, ნაპოლი ელმასს დააყენებს მარცხნივ... რეალთან ჟესუსის მარცხნივ დაყენება ძალიან სარისკოა და კვარასთვისაც არაკომფორტული.
1
რეალი--ნაპოლი 3-0
თბილისელი
12:54 29-11-2023
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული