"მადრიდული საღამო ხვიჩასთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, გასულ ზაფხულს ანჩელოტის მისი შეძენა სურდა - ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
ხვალ, 29 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, მადრიდის "რეალი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. იტალიური გამოცემა Repubblica აღნიშნულ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიასთვის უმნიშვნელოვანესს უწოდებს.

"მადრიდული საღამო ხვიჩასთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, ბერგამოში გატანილი გოლისა და ნაკრებში გამორჩეული მატჩების ჩატარების შემდეგ ევროპული ფეხბურთის ყურადღების ცენტრში "ქართველი მეფე" მოექცევა. მისი მიზანი ამჯერად "რეალის" შეჩერება იქნება".

კიდევ ერთი ცნობილი გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი კი აღნიშნავს, რომ გასულ ზაფხულს "კვარას" შეძენით პირადად "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ინტერესდებოდა.

"მაცარისთან მუშაობით ბედნიერია და ეს "ატალანტასთან" მატჩის შემდეგაც
გამოჩნდა. ის საკუთარი ნიჭით ერთ-ერთი უიშვიათესი ფეხბურთელია, რაც "ნაპოლიში" კარგად იციან. ამიტომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ჩქარობენ და ხვიჩასთვის მისი სათამაშო დონის შესაბამის ანაზღაურებას შესთავაზებენ. გასულ ზაფხულს კვარაცხელიაზე თვალი ანჩელოტის ედგა, თუმცა მოლაპარაკებები არ შედგა", - წერს გამოცემა.

altიპოვეთ ერთი განსხვავება - ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმის საოცარი ცრუ მოძრაობები და ულამაზესი გოლი [VIDEO]

alt"კვარას" და "ნაპოლის" საუკეთესო დრო "რეალის" დასამარცხებლად? - "ბერნაბეუზე" საინტერესო მატჩია!..

alt"ხვიჩას ჯერ თავისი სათქმელი არ უთქვამს, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მაგრამ მაქვს სურვილი, რომ..." - რა განაცხადა ლაშა ტალახაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე

მკითხველის კომენტარები / 7 /
საშინელი ამინდია
ვარჯიშის ვიდეო
https://youtu.be/L5zgbUjQSxs?si=TTntoD6W0QDVnD8B
ქ. გ.
16:48 28-11-2023
4
არ მინდა, რომ კვარა ესპანეთში გადავიდეს, ყველა დიდი ფეხბურთელი მანდ დაასახიჩრეს: ყიფიანით დაწყებული მარადონა და კიჭა რონალდოთი გარძელებული, ვინისიუსსაც მალე დაასახიჩრებენ, ისე ვატყობ.
ბმბ
15:55 28-11-2023
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული