"სწორედ ამიტომ, მათი ჩახუტება ახალი ისტორიის დასაწყისია" - იტალიელმა ჟურნალისტმა მაცარისა და კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ენცო ბუჩონი Radio Marte-ს ეთერში "ატალანტასა" და "ნაპოლის" მატჩს (1:2) გამოეხმაურა და "პარტენოპეის" თავკაცის, ვალტერ მაცარის დებიუტიც შეაფასა.

ბუჩონის თქმით, შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვალტერ მაცარის ჩახუტება შესაძლოა ახალი ისტორიის დასაწყისი აღმოჩნდეს.

"მას შემდეგ, რაც "ატალანტასა" და "ნაპოლის" შეხვედრა ვიხილე, დავრწმუნდი, რომ ახალი ისტორია იწყება. 2-კვირიანი სანაკრებო შესვენების შემდეგ და გუნდთან ერთად გამართული რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვიხილავდით, თუმცა მაცარიმ შეგირდებს რამდენიმე განსხვავებული დავალება მისცა, რაც შესამჩნევი იყო.

ვალტერმა მატჩის შემდეგ
ხვიჩასგან ჩახუტება და კოცნა დაიმსახურა. დამიჯერეთ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მსგავსი რამ რუდი გარსიასთან აქამდე არ გვინახავს. სწორედ ასეთი კოცნით იწყება ახალი საფეხბურთო ისტორიების შექმნა. იტალიელის გუნდმა 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაცია რამდენჯერმე დაკარგა, თუმცა მაცარიმ თავადაც იცის, რომ ამაზე სამუშაო აქვს და ამისთვის დროც ექნება.

ჩემი აზრით, დე ლაურენტისმა 1 თვე დაკარგა, როდესაც ანტონიო კონტეს დაყოლიებას ჯიუტად ცდილობდა, კარგი იქნებოდა, რომ აურელიოს მაცარი გუნდის თავკაცად "ინტერთან" დაპირისპირებამდე გაცილებით ადრე დაენიშნა", - განაცხადა ბუჩონიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" "ინტერს" სერია A-ს მომდევნო ტურში 3 დეკემბერს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

alt"კვარას" და "ნაპოლის" საუკეთესო დრო "რეალის" დასამარცხებლად? - "ბერნაბეუზე" საინტერესო მატჩია!..

altმაცარის სიტყვებმა "კვარა" გააგიჟა - ცნობილია, რა უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის დაწყებამდე ქართველს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული