ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"მალე ჰოლანთან და მბაპესთან ერთად "ოქროს ბურთისთვის" იბრძოლებს" - ბუფონმა კვარაცხელიას შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაციაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გუ­შინ იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. "კვა­რა­დო­ნა, ქარ­თუ­ლი სას­წა­უ­ლი" - წიგ­ნის ავ­ტო­რი იტა­ლი­ე­ლი პუბლიცისტი ემა­ნუ­ე­ლე ჯუ­ლი­ა­ნე­ლია.

წიგნის პრეზენტაციას ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონიც დაესწრო. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"სიმართლე გითხრათ, კვარაცხელიამ თავიდანვე დამაინტერესა. მან იტალიაში ფეხი მალევე მოიკიდა. ფიზიკურად ჯანლუიჯი ლენტინის მაგონებს, თუმცა ხვიჩას დრიბლინგების შესრულება უკეთესად გამოსდის. მოძრაობები, როგორსაც კვარაცხელია ასრულებს, ძალიან ცოტასგან მინახავს. როდესაც მესი, ნეიმარი და რონალდო აღარ ითამაშებენ, კვარაცხელია "ოქროს ბურთისთვის" ჰოლანთან და მბაპესთან ერთად იბრძოლებს", - განაცხადა ბუფონმა.

მომზადებულია
Spazionapoli.it-ის მიხედვით

alt"ასე არ შეიძლება" - ფედელემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

altკვარაცხელია კვლავ საუკეთესო შეფასებით და გადამწყვეტი დარტყმის კიდევ ერთხელ ვერშესრულება...

alt"ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს" - კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტი

ასევე დაგაინტერესებთ