მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ბრაიტონმა" "აიაქსს" ისევ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „აიაქსი“ საკუთარ მოედანზე „ბრაიტონთან“ 0:2 დამარცხდა.

შეგახსენებთ, 27 ოქტომბერს "ბრაიტონმა" "აიაქსს" ინგლისშიც 2:0 სძლია.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 0:2 იყო. მან 8 ოქტომბრის შემდეგ კლუბში პირველად ითამაშა. მიქაუტაძემ მოედანზე შესვლისთანავე ბორჟეში ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა.

„აიაქსი“ B ჯგუფში 2 ქულით აუტსაიდერია და ტურნირზე შემდეგ მატჩს 1-ელ დეკემბერს საფრანგეთში „მარსელთან“ ჩაატარებს.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“
აიაქსი - ბრაიტონი 0:2
გოლები: 0:1 ფატი (15), 0:2 ადენგრა (53)

მკითხველის კომენტარები / 4 /
თავიდან ვფიქრობდი და ვბრაზობდი, დააყენონ ეს კაცი და ათამაშონ აიაქსშითქო, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, ისეთ დღეშია გუნდი, ჯობია მართლა გადავიდეს (სასწრაფოდ) სხვა გუნდში! ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს აიაქსის ფეხბურთელების თამაში, 2-3 პასს ვერ აკეთებენ წესიერად :(
0
ეს მდგომარეობა აიაქსში არის ხელმძღვანელობის ბრალი, აშკარად არაჯანსაღი ატმოსფერო აქვთ, ფეხბურთელებთან ჯინში ჩადგომით საქმეს ვერ გააკეთებ. მწვრთნელადაც მონა ყავთ ისევე როგორც ჩვენ ნაკრებში, ადვილი სამართავები.
რუსთავი
00:42 10-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული