ქვილითაიამ გაიტანა - "აპოელი" გალიდერდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მეცხრე ტურში გიორგი ქვილითაია სტუმრად "აპოელს" "კარმიოტისას" დამარცხებაში (2:1) გატანილი გოლით დაეხმარა.

ქვილითაია 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 66-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. მას კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ქვილითაიას ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებულ 4 მატჩში 2 გოლია. გიორგის თანაგუნდელი ლაშა დვალი განაცხადში არ იყო.

"აპოელმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, 20 ქულით გალიდერდა და 5 ნოემბერს გასვლაზე აეკ-ს დაუპირისპირდება.

პაფოსი. "სტელიოს კირიაკიდესი"
კარმიოტისა - აპოელი 1:2
გოლები: 0:1 ნდონგალა (25), 0:2 ქვილითაია (66), 1:2 სუკი (90+9, პენ)

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაუშვილი განაცხადში ვეღარ ხვდება თუ რატომ აღარ წერთ?
გივი
02:57 29-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული