კვერნაძეზე დი ფრანჩესკომ ისაუბრა - როგორი შეფასება მიიღო გიორგიმ?

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში, სახლში "ნაპოლისთან" 1:3 დამარცხების შემდეგ, "ფრიზინონეს" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ თავისი გუნდის ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა:

"თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სათამაშოდ საკმაო დრო მივეცი. უფრო გუნდურად თამაში უნდა ისწავლოს. გაუმჯობესება მართებს. შეცვლაზე კარგად შევიდა, მაგრამ შემდეგ ჯიუტად დრიბლინგის განხორციელებას ცდილობდა. დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა უნდა განვითარდეს".

კვერნაძე 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, sofascore-მა მისი თამაში 6.1-ით, ხოლო flashscore-მა 6-იანით შეაფასა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ხოდა თუ ამდენი მინუსი აქვსს ამ ბიჭს, მაინტერესებს რა მაქინაციებით მოხვდა ამ იტალიურ გუდში,ფროზინონე რომ ივე იყოს ან მილანი გასაგები იქნებოდა-მომავალი პესპექტივით აიყვალო იჯარირით ფეხბურთელი ერთი წლის მერე გამოსყიდვის უფლებით,გუნდს სერია ა-ში გადარჩენისათვის მოუწევს ჯახი და არ მესმის კვერნაძე რაში გამოადგება....ასეთი შანსი მიეცა და ერთი ვერაფერი გააკეთა,სხვათა შორის თავიდან ბათუმშიც ათამაშებდნე, მაგრამ .....ისე დაემართება იტალიაშიც. რამდენი მართლა ტალანტი წასულა უცხოეთში და მერე ჩაკარგულა...ასე არ ხდება!! ლამის 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ლიგაში ვერ ქაჩავდა ჩავიდეს სერია-ში და.......
კარგით რააა!!!
10:23 21-08-2023
4
იდეალურ გარემოშია იდეალურ მწვრთნელთან ეს ბავშვი!ბედი მქონიაო შენ უნდა თქვა!არ ჩაიკვკო ოღონდ ზოგიერთი ნიჭიერი პიჟონივით!:)))
გიორგი IV
18:39 20-08-2023
3

სიახლეები პოპულარული