"კვარასთვის ჟერვინიოს როლის მორგებას გეგმავს" - რუდი გარსიას ტაქტიკური გეგმები ცნობილია

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს რუდი გარსიას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კონკრეტული გეგმა აქვს. გამოცემის ინფორმაციით, ფრანგი მწვრთნელის ტაქტიკაში მთავარი როლი სწორედ ქართველს ექნება.

"რუდი გარსიას სქემა 4-3-3 იქნება, რომელიც დაცვით ფაზაში 4-5-1-ის სახეს მიიღებს. ბურთის ფლობა ნაკლებად ხანგრძლივი იქნება, "პარტენოპეი" მთავარ აქცენტს მარცხენა ფლანგიდან კონტრშეტევებზე გააკეთებს.

კვარაცხელიას მხარეს კი მოხდება ის, რაც "რომაში" ჟერვინიოს შემთხვევაში მოხდა. კოდ დივუარელი გახლდათ ხმალი, რომელიც მეტოქეებს მუდამ ზიანს აყენებდა. "კვარა" მარცხნივ, დი ლორენცო კი მარჯვნივ, მაიკონის სტილში. რომელიც ფლანგზე
ტემპის ცვლილებას აკონტროლებდა", -წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მორიგ ამხანაგურ მატჩს დღეს, 29 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე "ჰატაისპორის" წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელია სასტარტოში, ქართველებთან დაპირისპირება და კიმის შემცვლელი საფრანგეთში...

alt"იტალიაში მალე ახალი კვარაცხელია ჩამოვა" - ცნობილი იტალიელი კომენტატორი

alt"სამარცხვინოა. 7-8 მილიონი ოსიმენს და 2.5 მილიონი კვარაცხელიას" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჟერვინიოს კი არა ყიფოს როლი უნდა მოირგოს კვარამ და ნაპოლშიაც შეუცვლელი იქნება და ნაკრებშიაც.
ჟორა
22:48 29-07-2023
0
ნებისმიერი მწვრთნელი,ცალკეული ფეხბურთელის კი არა,მთლიანი გუნდის წარმატებაზე ფიქრობს.ჩვენ რომ გვინდა,ყველაფერი ხვიჩას გარშემო ტრიალებდეს,ასე არ გამოვა.სპალეტიმ თავისი საქმე,ხუთიანზე გააკეთა და გუნდი არნახული სხვაობით გახადა ჩემპიონი.ეს სპალეტის,ხვიჩას,მარიო რუის და ნებისმიერი ფეხბურთელის ერთობლივი მუშაობის შედეგია და საკმარისია სპალეტის გინება,ხვიჩა ფლანგზე მიაჯაჭვაო!საბოლოო შედეგმა,მისი სიმართლე და კვალიფიკაცია დაამტკიცა.ვნახოთ,ახალი მწვრთნელი რას იზავს!ხვიჩასათვის გამთამაშებლის ფუნქციის გაზრდა,მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში იკითხებოდა და ახალ სეზონში,ახალმა მწვრთნელმა,იმის გაკეთება დაიწყო,რაც მოსალოდნელი იყო.ხვიჩას წინააღმდეგ ფლანგზე თამაშის მექანიზმები,უკვე შექმნილია და მისთვის ახალი ფუნქციების მინიჭება,მისი აქტუალურობის კვლავ გაზრდას ნიშნავს.უფრო ცენტრში,მისი გალიაში გამოკეტვა,გაცილებით ძნელი იქნება.ჰატაისპორთან თამაშის ნახვა,სამწუხაროდ ვერ შევძელი.არაფრით გაიხსნა,არხი.
სოსო
22:43 29-07-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული