მატჩის დღე! "ნაპოლის" ოპტიმალური შემადგებლობა - კვარაცხელია ლობჟანიძისა და აბურჯანიას წინააღმდეგ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" საკუთარ ბაზაზე, "კასტელ დი სანგროში" გადაინაცვლა, სადაც ახალი სეზონის დაწყებამდე 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. პირველი მეტოქე თურქული "ჰათაისპორია". საბა ლობჟანიძის, გიორგი აბურჯანიასა და მათ თანაგუნდელების წინააღმდეგ შეხვედრა დღეს, 29 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

ნეაპოლურ კლუბში ჯერ ცვლილებები არ ჩანს, კიმ მინ ჯეს ადგილიც ვაკანტურია. ბოლო ინფორმაციით, რუდი გარსია თავისთვის ნაცნობი საფრანგეთისკენ იხედება და "ლენსის" 24 წლის ავსტრიელი მცველის, კევინ დანსოს შეძენა სურს, რომელსაც ბუნდესლიგური კარიერაც ჰქონდა და "საუთჰემპტონშიც" უთამაშია.

Sportall.Ge

რადგან ტრანსფერებზე ვსაუბრობთ, გაძლიერება შუა ხაზსაც
სჭირდება. პრეზიდენტ დე ლაურენტისისა და მისი გუნდის ინტერესის სფეროში ახლა ორი ნახევარმცველია - "ფიორენტინას" "ათიანი" გაეტანო კასტროვილი და "ვერონას" მარჯვენაფლანგელი დავიდე ფარაონი. გარსია არაერთ მარჯვენა ფრთაზე მოთამაშეს აკვირდება.

Sportall.Ge

რაც შეეხება ამხანაგურ მატჩს, "ჰათაისპორმა" ჯერ სულ ორჯერ ითამაშა, "ნაპოლი" კი მათი ყველაზე დიდი გამომცდელია. აბურჯანიასა და ლობჟანიძის გუნდი სუპერლიგას 13 აგვისტოს, "პენდიკსპორთან" სტუმრობით დაიწყებს. რაც შეეხებათ ნეაპოლელებს, ისინი სერია "ა"-ს სტარტამდე "ჟირონას", "აუგსბურგსა" და "აპოლონს" შეხვდებიან.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას ამჯერად სასტარტოში ველით (შემადგენლობა ოპტიმალური უნდა იყოს), თუმცა დიდი შანსია, მხოლოდ 45 წუთი ითამაშოს. ქართველი გარემარბი ეტაპობრივად ჩვეულ სათამაშო ფორმას უნდა დაუბრუნდეს!..

altხვიჩას პირველი მატჩის შეფასება ახალ მწვრთნელთან, განსხვავება სპალეტის ტაქტიკასთან და ანგისას როლი...

მკითხველის კომენტარები / 6 /
დახურული მატჩია? არსად უჩვენებენ.
ქომაგი
20:29 29-07-2023
0
https://k112.liveball.cc/match/1097179
Tamashi
19:14 29-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული