ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სათადარიგო საზონოვი და შეცვლაზე შესული გაგნიძე

AutoSharing Option
სტარტი აიღო რუსეთის 32-ე ჩემპიონატმა - პირველ მატჩში მოსკოვის "დინამომ", რომელსაც ჩეხი მწვრთნელი მარცელ ლიჩკა ჩაუდგა სათავეში, "კრასნოდარს" უმასპინძლა.

"VTB Arena"-ზე შეხვედრას 9 612 მაყურებელი დაესწრო და სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მასპინძელთა გუნდში 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ლუკა გაგნიძე, ხოლო საბა საზონოვი სათადარიგო იყო. არადა, მას იტალიური კლუბები ეპატიჟებიან და რუსულ გუნდში თადარიგში დატოვება ცოტა არ იყოს გასაკვირია.

"მოედანზე დღეს გულგრილი არავინ იყო. მოვუმატებთ და გავიზრდებით როგორც გუნდი", - დაამშვიდა "დინამომ" გამოქვეყნებული პოსტით გულშემატკივრები.