კვარაცხელიას და ოსიმენის გარეშე პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" 'ვერონას" ვერ ამარცხებს

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ვერონას“ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ „ვერონასთან“ სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელია, ტრავმამორჩენილი ვიქტორ ოსიმენი, ამირ რაჰმანი, სტანისლავ ლობოტკა და პიოტრ ზილენსკი არ დააყენა და მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა.

თანაბარი დებიუტის შემდეგ ნეაპოლელები უპირატესობას დაეუფლენ, გაიტანეს კიდეც, მაგრამ მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა. სტუმრები კონტრიერიშებით პასუხობდნენ და ლაზანიას დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია.“ნაპოლი“ მეტოქის კარზე სახიფათო შეტევების მიტანას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

ნეაპოლი.“დიეგო
მარადონა“

ნაპოლი - ვერონა

მკითხველის კომენტარები / 1 /
60 წუთია კარში არ დაურტყამს წესიერად ნაპოლის არცერთ ფეხბურთელს!!
ზაალი
21:16 15-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული