ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქელთაძემ მეკარე უშანსოდ დატოვა, მისმა გუნდმა მეტოქე გაანადგურა

AutoSharing Option
ავსტრალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში ბექა მიქალთაძის "ნიუკასლ ჯეტსმა" "ველინგტონი" გაანადგურა - 4:0. ერთი გოლი ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ბექამ 67-ე წუთზე შეხვედრაში მე-3 გოლი გაიტანა - ბურთი საჯარიმოს ხაზთან მარჯვენა ფეხით მიიღო, მარცხენით კი მოწინააღმდეგის მეკარე უშანსოდ დატოვა. გოლის გატანიდან 10 წუთში ქართველი ფეხბურთელი გააფრთხილეს, 78-ზე კი შეცვალეს.

"ნიუკასლს" 16 თამაშის შემდეგ 18 ქულა აქვს, მე-8 ადგილს იკავებს და 25 მარტს "სიდნეის" უმასპინძლებს. ბექას ანგარიშზე ეს უკვე მე-9 გოლია და 2 შედეგიანი პასიც აქვს.

altმიქელთაძემ გაიტანა და

გოლი უკრაინას მიუძღვნა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ