მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 1:4 დამარცხდა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და მიუხედავად ოთხი გოლის გაშვებისა, "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილის მარცხში დადანაშაულება არასწორი იქნება.

მასპინძლებს ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლოთ, მაგრამ ხილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ობამეიანგმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, 23-ე წუთზე კი მან ალბას პასი მიიღო და მამარდაშვილის კარის ცხრიანში გაიტანა გოლი. „ვალენსიამ“ მალე გაიტანა, თუმცა გაიაზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. 32-ე წუთზე
დემბელეს ჩაწოდებული ბურთი ფ. დე იონგმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა. 41-ე წუთზე უკვე სოლერის გატანილი არ ჩათვალა არბიტრმა, რადგან იქამდე გაიას ბურთი ხაზს იქით გაექცა.

შესვენების შემდეგ გავის მეოთხე გოლის გატანა გიორგიმ არ დაანება, 52-ე წუთზე სოლერმა ანგარიში შეამცირა, თუმცა 63-ეზე პედრიმ ქართველის კარი დალაშქრა. 78-ე წუთზე ობამეიანგი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჰეთ-თრიკის შესრულება ვერ შეძლო.

„ვალენსია“ 30 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 თებერვალს გასვლაზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 38 315 მაყურებელი

ვალენსია - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 ობამეიანგი (23), 0:2 ფ. დე იონგი (32), 0:3 ობამეიანგი (38), 1:3 სოლერი (52), 1:4 პედრი (63)

მკითხველის კომენტარები / 53 /
ნამეტანი უაზროდ შედგნენ მამარდაშვილს: თავგანწირვა, მონდომება მაინც ეჩვენებინა გაშვებულ გოლებშიო. ისეთი გოლები გაუტანეს რეაგირებაც ვერ მოასწრო. ცარიელ კარში ურტყამდნენ 2 მეტრიდან და რა რეაგირება უნდა მოესწრო. ან აუბამეიანგის გოლზე რა უნდა ექნა? უმაღლესი კლასის სტრაიკერმა დაურტყა უზუსტესად და უძლიერესად. ბოლო გოლიც კიდევ ნებისმიერ მეკარეს შეიძლება გაუვიდეს. გიორგი მარცხნივ მოძრაობდა და ბურთი მარჯვნივ აიჭრა. პირველ თამაშებში დაუშვა შეცდომები, მაგრამ ამ მატჩში მისი დადანაშაულება უსამართლობაა!
odala
21:57 21-02-2022
0
არცერთ მხარეს არ ვედავები, ყველას თავისი ხედვა აქვს! ერთზე ვიტყვი: ტერშტეგენმა რომ პირველი სასაცილო ბურთი გაუშვა, რომ ჩათვლილიყო??!! მითუმეტეს მას არც გამოცდილება აკლია და არც აღიარება! ბოლოსდაბოლოს გერმანიის ნაკრების მეკარეა!!!
ლეო
20:56 21-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული