ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონის უქმეები: 10 ქართული გოლი! [VIDEO]

AutoSharing Option
გასული უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. სულ 10 ქართული გოლი გავიდა.

ამერიკა
ქართველთა "სან ხოსემ" შეხვედრა ამჯერად სტუმრად "ვანკუვერთან" ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი დამატებით დროში ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. მატჩი სრულად ჩაატარა გურამ კაშიამაც. "სან ხოსე" 20 ქულით ბოლო ადგილზეა.


ალბანეთი
ირაკლი ძარიას "კუკეშმა" "ტირანა" 3:1 დაამარცხა. ძარია ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენებურის გუნდი 3 ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.

ავსტრია
ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" "რაპიდს" უმასპინძლა და
შეხვედრა ფრედ, 1:1 მორჩა. კიტეიშვილმა 90 წუთი ითამაშა. ექვსი ტურის შემდეგ ორივე გუნდი 9-9 ქულით მე-5-მე-6 პოზიციებს იყოფს.

ბელორუსი
მინსკის "დინამომ" "ნემანი" 1:0 დაამარცხა. მასპინძლების შემადგენლობაში გიორგი ნავალოვსკი სათადარიგო გახლდათ, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა გიორგი ქანთარიამ. 19 ტურის შემდეგ "დინამო" მესამე პოზიციაზეა, "ნემანი" - მე-8-ზე.

ბელგია
ქართველთა "გენტი" "კერლ ბრიუგეს" ესტუმრა და 3:0 გაანადგურა. გიორგი ჩაკვეტაძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი ქვილითაია 85-ე წუთზე ჩაერთო და შემოსვლიდან 7 წუთში გუნდში თავისი მეორე გოლი გაიტანა. 6 ტურის შემდეგ "გენტი" მეოთხე პოზიციაზეა.


ხორვატია
გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" "ისტრას" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. ექვსი ტურის შემდეგ "გორიცა" მე-5 პოზიციაზეა.

დანია
ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" "კოპენჰაგენს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ჩვენებურმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. "ესბიერგი" 8 ტურის შემდეგ მეექვსე პოზიციაზეა.

საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" "ოლბორგს" უმასპინძლა და შეხვედრა 2:2 დასრულდა. ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრის მე-17 წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო მე-19 წუთზე გოლი გაიტანა. "რანდერსი" მეშვიდე პოზიციაზეა.


ესტონეთი
ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" უშუალო კონკურენტ "კალიუს" ესტუმრა და შეხვედრა ფრედ, 1:1 მორჩა. ბეგლარიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. "ფლორა" 25 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა.

გერმანია
აკაკი გოგიას "უნიონი" "სანდჰაუზენს" ესტუმრა და შეხვედრა ფრედ, 0:0 მორჩა. გოგია შეხვედრაში 59-ე წუთზე ჩაერთო. "უნიონი" 4 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.

უნგრეთი
ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემია" "მეზოკოვესდს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. არაბული ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. "პუშკაში" შვიდი ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა.

გიორგი ბერიძის "უიპეშტმა" "ჰონვედს" უმასპინძლა და შეხვედრა 0:0 მორჩა. ბერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. "უიპეშტი" მეექვსე პოზიციაზეა.

იტალია
ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "კიევოს" ესტუმრა და შეხვედრა 0:0 დასრულდა. მჭედლიძე სათადარიგო გახლდათ. სამი ტურის შემდეგ "ემპოლს" 4 ქულა აქვს.

ლატვია
გურამ ლუკავას "იელგავა" სტუმრად "მეტასთან" 0:3 განადგურდა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა. "იელგავა" 20 ტურის შემდეგ მეექვსე პოზიციაზეა.

გიული მანჯგალაძის "ვენტსპილსმა" ქართველების "რიგასი" 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში 67-ე წუთზე მანჯგალაძე გამოჩნდა, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში მატჩი სრულად ჩაატარა ნიკა სანდოხაძემ და ლაშა შერგელაშვილმა. ბექა ვაჩიბერაძე 29-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი სიხარულიძე სათადარიგო გახლდათ. "რიგასი" მეორე ადგილზეა, ხოლო "ვენტსპილსი" - მესამეზე.

ლიეტუვა
"ვიტისი"-"შტუმბრასი" - 0:3. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ლევან მაჭარაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 82-ე წუთზე მესამე გოლი გაიტანა.


ნორვეგია
ოთარ ჯავაშვილის "ფლორო" "ჯერვს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა და მისი გუნდი 22 ტურის შემდეგ ბოლოსწინა, მეთხუთმეტე ადგილზეა.

პოლონეთი
ექსტრაკლასას მეშვიდე ტურში "არკა" "ზაგლებიეს" 2:2 დაუზავდა. ლუკა ზარანდია ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 67-ე წუთზე ანგარიში 2:1 გახადა. "არკა" მეათე პოზიციაზეა.


ვატო არველაძის "კორონა" სტუმრად გდანსკის "ლეხიასთან" 0:2 დამარცხდა. ჩვენებური სათადარიგო იყო და 73-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში. "კორონა" მეშვიდე პოზიციაზეა.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" "იაგელონიას" ფრედ, 1:1 ეთამაშა. პირველი გოლის დროს საგოლე გადაცემა მერებაშვილმა გააკეთა, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა. "პლოცკი" მე-12 პოზიციაზეა.


პორტუგალია
გიორგი არაბიძის "ნაციონალმა" "ბენფიკას" უმასპინძლა და 0:4 განადგურდა. ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა. 4 ტურის შემდეგ "ნაციონალი" მეთხუთმეტე პოზიციაზეა.

ავთო ებრალიძის "ჩავესმა" "ბრაგას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. "ჩავესი" მე-14 პოზიციაზეა.

რუსეთი
ტულის "არსენალი" "ენისეის" ესტუმრა. შეხვედრა ფრედ, 0:0 მორჩა. გია გრიგალავა სტუმართა შემადგენლობაში სათადარიგო გახლდათ. "არსენალი" 6 ტურის შემდეგ მე-12 ადგილზეა.

"კრასნოდარი" საბა კვირკველიას "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში საბა კვირკველიამ მატჩი სრულად ჩაატარა. "კრასნოდარი" მეოთხე ადგილზეა, "ლოკომოტივი" - მერვეზე.

"კრასნოდარის" დუბლშემადგენლობაში ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც "სოჭს" სტუმრობდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დამთავრდა. ერთადერთი გოლი სტუმართა შემადგენლობაში ჩვენებურმა პენალტით გაიტანა.


გიორგი ლორიას "კრილიამ" "ანჟი" 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა განაცხადში ლორია საერთოდ არ ყოფილა. "კრილია" მეათე ადგილზეა.

ჯიმი ტაბიძის "უფა" "ახმატთან" 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. "უფა" მე-14 ადგილზეა.

სლოვაკეთი
ტრნავის "სპარტაკი" "ტრენჩინს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში მე-60 წუთზე მოედანზე შემოვიდა ვახტანგ ჭანტურიშვილი. "ტრნავა" 7 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზეა.

ესპანეთი
"სარაგოსას" "ლას პალმასი" ესტუმრა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დამთავრდა. მასპინძელთა განაცხადში გიორგი პაპუნაშვილი არ ყოფილა. "სარაგოსას" სამი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს.

გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" "ნუმანსია" 3:2 დაამარცხა. შეხვედრის 84-ე წუთზე მოედანზე აბურჯანია მოედანზე შევიდა, რომელმაც 95-ე წუთზე სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. "ლუგოს" 4 ქულა აქვს.


შვედეთი
გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" "დალკდურს" ესტუმრა. ჩვენებურის გუნდი 90-ე წუთამდე შეხვედრას აგებდა, თუმცა ხარაიშვილმა 91-ე წუთზე პენალტით წონასწორობა აღადგინა და გუნდს ფრე მოუტანა. 20 ტურის შემდეგ "გეტებორგი" მე-11 ადგილზეა.


შვეიცარია
ვაკო გვილიას "ლუცერნმა" "გრასშოპპერს" 2:1 სძლია. გვილია ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. "ლუცერნი" 6 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

კვიპროსი
"პაფოსი"-"ანორთოსისი" - 1:1. ფამაგუსტელთა თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ შეცვალა.

უკრაინა
ლუგანსკის "ზორია" კიევის "არსენალს" ესტუმრა და 5:0 გაანადგურა. სტუმართა შემადგენლობაში ზაურ მახარაძემ ითამაშა. "ზორია" 7 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

დავით ხოჭოლავას "შახტარმა" "მარიუპოლი" 2:0 დაამარცხა. ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა. დონეცკური კლუბი პირველ ადგილზეა.

პოლტავის "ვორსკლამ" ოდესის "ჩერნომორეცი" 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ალექსანდრე კობახიძემ 90 წუთი ითამაშა, ანდრო გიორგაძე სათადარიგო გახლდათ. "ვორსკლა" მეშვიდე ადგილზეა.

ლუკა კობერიძის "დესნა" დონეცკის "ოლიმპიკთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო. "დესნა" მეცხრე ადგილზეა.

ფინეთი
გიორგი გოროზიას "როვანიემიმ" "ჰონკას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 მოუგო. შეხვედრის 23-ე წუთზე გოროზიამ გოლი გაიფორმა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა. მისი გუნდი 49 ქულით მე-2 ადგილზეა.
გთავაზობთ მიმდინარე კვირაში ლეგიონერთა მონაგარისა და თამაშების შესახებ ინფორმაციას.
ამერიკა
ქართველთა "სან ხოსემ" ამჯერად სტუმრად ჩაატარა "ვანკუვერთან" შეხვედრა და 1:2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა შეხვედრის დამატებულ წუთზე, მატჩი სრულად ჩაატარა გურამ კაშიამაც. "სან ხოსე" 20 ქულით ბოლო ადგილზეა.
ალბანეთი
"კუკეშმა" "ტირანა" 3:1 დაამარცხა. ირაკლი ძარია ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, ჩვენებურის გუნდი 3 ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.
ავსტრია
ოთარ კიტეიშვილის "შტურმა" "რაპიდს" უმასინძლა და შეხვედრა ფრე 1:1 მორჩა. ოთარ კიტეიშვილმა 90 წუთი ითამაშა. ექვსი ტურის შემდეგ ორივე გუნდი 9-9 ქულით მეხუთე მეექვსზე პოზიციებს იყოფენ.
ბელარუსი
მინსკის "დინამომ" "ნემანი" 1:0 დაამარცხა. მასპინძლების შემადგენლობაში გიორგი ნავალოვსკი სათადარიგო გახლდთან, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა გიორგი ქანთარიამ. 19 ტურის შემდეგ "დინამო" მესამე პოზიციაზეა, "ნემანი" მერვე.
ბელგია
ქართველთა "გენტი" "კერლ ბრიუგეს"ესტუმრა და 3:0 გაანადგურა. გიორგი ჩაკვეტაძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო გიორგი ქვილითაია 85-ე წუთზე ჩაერთო და შემოსვლიდან 7 წუთში გუნდში თავისი მეორე გოლი გაიტანა. 6 ტურის შემდეგ "გენტი" მეოთხე პოზიციაზეა.
ხორვატია
გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" "ისტრას" ესტუმრა და 0:2 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა,  ექვსი ტურის შემდეგ "გორიცა" მეხუთე პოზიციაზეა.
დანია
ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" "კოპენჰაგენს" უმანსპიძლა და 0:2 დამარცხდა. ჩვენებურმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. "ესბიერგის" 8 ტურის შემდეგ მეექვსე პოზიციაზეა.
"რანდერსმა" "ოლბორგს" უმასპინძლა და შეხვედრე 2:2 დასრულდა. ძირითად შემადგენლობაში იყო საბა ლობჟანიძე, რომელმაც შეხვედრის 17-ე წუთზე საგოლე გადაცემა და მე-19 წუთზე გოლი გაიტანა. "რანდერსი" მეშვიდე პოზიციაზეა.
ესტონეთი
"ფლორა" უშუალო კონკურენტ "კალიუს" ესტუმრა და შეხვედრა ფრე 1:1 მორჩა. ზაქარია ბეგლარიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. "ფლორა" 25 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა.
გერმანია
აკაკი გოგიას "უნიონი" "სანდჰაუზენს" ესტურმა და შეხვედრა ფრე 0:0 მორჩა. გოგია შხვედრაში 59-ე წუთზე ჩაერთო. "უნიონი" 4 ტურის შემდგე მესამე ადგილზეა.
უნგრეთი
"პუშკაშ აკადემია" "მეზოკოვესდს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ბაჩანა არაბული ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. "პუშკაში" შვიდი ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა.
გიორგი ბერიძის "უიპეშტმა" "ჰონვედს" უმასპინძლა და შეხვედრა 0:0 მორჩა. ბერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. "უიპეშტი" მეექვსე პოზიციაზეა.
იტალია
"ემპოლი" "კიევოს" ესტუმრა და შეხვედრა 0:0 დასრულდა. ლევან მჭედლიძე სათადარიგო გახლდათ. სამი ტურის შემდეგ "ემპოლს" 4 ქულა აქვს.
ლატვია
გურამ ლუკავას "იელგავა" სტუმრად "მეტტასთან" 0:3 განადგურდა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა. "იელგავა" 20 ტურის შემდეგ მეექვსე პოზიციაზეა.
"ვენტსპილსმა" "რიგასი" 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში 67-ე წუთზე გიული მანჯგალაძე გამოჩნდა. ხოლო სტუმართა შემადგენლობაში მატჩი სრულად ჩაატარა ნიკა სანდოხაძემ და ლაშე შერგელაშვილმა, ბექა ვაჩიბერაძე 29-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი სიხარულიძე სათადარიგო გახლდათ. "რიგასი" მეორე ადგილზეა, ხოლო "ვენტსპილსი" მესამეზე.
ლიეტუვა
ვიტისი - შტუმბრასი 0:3. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ლევან მაჭარაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 82-ე წუთზე მესამე გოლი გაიტანა.
ნორვეგია
ოთარ ჯავაშვილის "ფლორო" "ჯერვს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა და მისი გუნდი 22 ტურის შემდეგ ბოლოს წინა მეთხუთმეტე ადგილზეა.
პოლონეთი
ექსტრაკლასას მეშვიდე ტურში "არკა" "ზაგლებლიეს" 2:2 დაუზავდა. ლუკა ზარანდია ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 67-ე წუთზე ანგარიში 2:1 გახადა. "არკა" მეათე პოზიციაზეა.
ვატო არველაძის "კორონა" სტუმრად გდანსკის "ლეხიასთან" 0:2 დამარცხდა. ჩვენებური სათადარიგო იყო და 73-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში. "კორონა" მეშვიდე პოზიციაზეა.
გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" "იაგელონიას" ფრე 1:1 ეთამაშა. პირველი გოლის დროს საგოლე გადაცემა მერებაშვილმა გააკეთა, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა.  "პლოცკი" 12-ე პოზიციაზეა.
პორტუგალია
გიორგი არაბიძის "ნაციონალმა" "ბენფიკას" უმასპინძლა და 0:4 განადგურდა. ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა. 4 ტურის შემდეგ "ნაციონალი" მეთხუთმეტე პოზიციაზეა.
ავთო ებრალიძის "ჩავესმა" "ბრაგას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. "ჩავესი" მე-14 პოზიციაზეა.
რუსეთი
ტულის "არსენალი" "ენისეის" ესტუმრა , შეხვედრა ფრედ 0:0 მორჩა. გია გრიგალავა სტუმართა შემადგენლობაში სათადარიგო გახლდათ. "არსენალი" 6 ტურის შემდეგ 12-ე ადგილზეა.
"კრასნოდარი" "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში  საბა კვირკველიამ მატჩი სრულად ჩაატარა. "კრასნოდარი" მეოთხე ადგილზეა, "ლოკომოტივი" მერვეზე.
"კრასნოდარის" დუბლ შემადგენლობაში ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც "სოჭს" სტუმრობდა. შეხვედრე ფრე 1:1 დამთავრა, ერთადერთი გოლი სტუმართა შემადგენლობაში ჩვენებურმა პენალტით გაიტანა.
"კრილიამ" "ანჟი" 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა განაცხადში გიორგი ლორია საერთოდ არ ყოფილა. "კრილია" მეათე ადგილზეა.
ჯიმი ტაბიძის "უფა" "ახმატთან" 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. "უფა" მე-14 ადგილზეა.
სლოვაკეთი
ტრნავას "სპარტაკი" "ტრენჩინს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში 60-ე წუთზე მეოდანზე შემოვიდა ვახტანგ ჭანტურიშვილი. "ტრნავა" 7 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზეა.
ესპანეთი
"სარაგოსას" "ლას პალმასი" ესტუმრა და შეხვედრა ფრე 1:1 დამთავრდა. მასპინძელთა განაცხადში გიორგი პაპუნაშვილი არ ყოფილა. "სარაგოსას" სამი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს.
"ლუგომ" "ნუმანსია" 3:2 დაამარცხდა. შეხვედრის 84-ე წუთზე მოედანზე გიორგი აბურჯანია შემოვიდა, რომელმაც 95-ე წუთზე სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. "ლუგოს" 4 ქულა აქვს.
შვედეთი
გიორგი ხარაიშვილი "გიოტებურგი" "დალკდურს" ესტუმრა. ჩვენებურის გუნდი 90-ე წუთამდე შეხვედრას აგებდა, თუმცა ხარაიშვილმა 91-ე წუთზე პენალტით წონასწორობა აღადგინა და გუნდს ფრე მოუტანა. 20 ტურის შემდეგ "გიოტებურგი" 11 ადგილზეა.
შვეიცარია
"ლუცერნმა" "გრასშოპპერს" 2:1 სძლია, ვაკო გვილია ძირითად შემადგენლობაში იყო და 60-ე წუთზე შეცვალეს. "ლუცერნი" 6 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.
კვიპროსი
პაფოსი - ანორთოსისი 1:1. ფამაგუსტელთა თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ შეცვალა.
უკრაინა
ლუგანსკის "ზორია" კიევის "არსენალს" ესტუმრა და 5:0 გაანადგურა. სტუმართა შემადგენლობაში ზაურ მახარაძემ ითამაშა. "ზორია" 7 ტურის შემდეგ, მეოთხე ადგილზეა.
"შახტარმა" "მარიუპოლი" 2:0 დაამარცხა. დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა. დონეცკური კლუბი პირველ ადგილზეა.
პოლტავის "ვორსკლამ" ოდესის "ჩერნომორეცი" 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ალექსანდრე კობახიძემ 90 წუთი ითამაშა, ანდრო გიორგაძე სათადარიგო გახლდათ. "ვორსკლა" მეშვიდე ადგილზეა.
ლუკა კობერიძის "დესნა" დონეცკის "ოლიმპიკთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო. "დესნა" მეცხრე ადგილზეა.
ასევე დაგაინტერესებთ